09 სექტემბერი 2026,   02:46
ვრცლად
საჩხერეში იძულებით გადაადგილებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

საჩხერეში, აღმაშენებლის ქუჩის N10-ში წლების განმავლობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ. დევნილთა უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ყოფილი ფაბრიკის შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ესტუმრა და ამის შესახებ ინფორმაცია თავად მიაწოდა. 

"ამ დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს წლების მანძილზე აწუხებდათ დაკანონების პრობლემა. შარშან აქ ვიმყოფებოდით შეხვედრაზე და ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და საჭირბოროტო საკითხი იქნა დაყენებული ჩვენი დევნილი მოსახლეობის მიმართ. დევნილთა სააგენტოს ჩართულობით და ორგანიზებით, აღნიშნული პროცესი დასრულდა და აქ მცხოვრებ 10 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართები,"- განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

 

დღის ამბები