18 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზთან საბჭოთა კავშირის დროშა აღმართა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზთან საბჭოთა კავშირის დროშა აღმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

საოკუპაციო რეჟიმი ამ გადაწყვეტილებას მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემით ხსნის და ომს რუსეთის მსგავსად "სამამულოს" უწოდებს.

დე ფაქტო უშიშროება თავის განცხადებაში ამტკიცებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ე.წ სამამულო ომის "სულიერ-იდეოლოგიური შედეგების პოლიტიკურ რევიზიას ცდილობს".

დღის ამბები