09 სექტემბერი 2026,   02:08
ვრცლად
გადაუღებელი წვიმის შედეგად ლაგოდეხში სახლები და სასათბურე მეურნეობები დაიტბორა

გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა.უხვი ნალექის შედეგად დატბორილია სოფელი ცოდნისკარი, ჰერესთისკარი და საქობო.

დაიტბორა, როგორც საცხოვრებლი სახლების პირველი სართულები, ასევე - სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

ადგილობრივების ინფორმაციით, სანიაღვრე არხებმა წყალივერ გაატარა, რამაც გამოიწვია წყლის დონის მატება.

სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური .

რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია.

დღის ამბები