09 სექტემბერი 2026,   01:37
ვრცლად
გუდაური-კობის გზის 14 კილომეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება

გუდაური-კობის გზის 14 კილომეტრიან მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რისკები მოიხსნა და მალე გზის გაწმენდა დაიწყება. როგორც "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ვაჟა საბაურმა აღნიშნა, გზის დანარჩენი ნაწილის გაწმენდა ეტაპობრივად, სიტუაციის მიხედვით მოხდება. 

"გუდაურიდან გზის 99-ე კილომეტრამდე მოხსნილია ზვავსაშიშროება, შეიძლება გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება და, ასევე, შეიძლება კობიდან პირველი გვირაბის შესასვლელამდე გაწმენდითი სამუშაოების წარმართვა. შემდეგ ეტაპობრივად დავათვალიერებთ ამ მონაკვეთის დანარჩენ ნაწილებს და სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ. თუ სტაბილიზაცია მოხდება, მოვხსნით ზვავსაშიშროების რისკს და დავიწყებთ გზის წმენდას,"-განაცხადა ვაჟა საბაურმა. 

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექისა და ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის გზის მონაკვეთი ამ დრომდე ჩაკეტილია. გადაადგილება აკრძალულია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. შეზღუდვები უკვე 24 საათზე მეტია ძალაშია.

ამავე თემაზე
დღის ამბები