03 მაისი 2024,   20:17
ვრცლად
იტალია შეზღუდვების მოხსნას აჩქარებს - ორშაბათიდან ქვეყანაში ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონები გაიხსნება

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა წინა დღეებთან შედარებით მცირედით იმატა ევროპის ქვეყნებში, თუმცა, შენარჩუნებულია ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობის კლების ტენდენცია.

შეზღუდვების მოხსნას აჩქარებს იტალია და ქვეყანაში ბარების, რესტორნების, სილამაზის სალონებისა და სხვა დაწესებულებების დისტანციის დაცვით მუშაობა ორშაბათიდან ნებადართული გახდება.

განსხვავებული მდგომარეობა ლიბანში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საყოველთაო კარანტინი მეორედ გამოცხადდა. ​

პანდემიის ეპიცენტრი ისევ შეერთებული შტატებია, სადაც ინფიცირების მილიონ 400 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში კი გაეროს გენერალური მდივანი დახმარებისთვის რელიგიურ ლიდერებს მიმართავს.

დღის ამბები