16 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
აქციებთან და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, პარლამენტთან, სერგო ჩიხლაძე და ბეჟან წაქაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

აქციებთან და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ იკამათეს.

ჩიხლაძემ წაქაძეს რეპლიკის სახით მიმართა რატომ უჭერს ის მხარს კანონს, რასაც დეპუტატის საპასუხო რეაქცია მოჰყვა.

"ბატონ ბეჟანთან და ყველა იმ 83 დეპუტატთან, ვინც რუსულ კანონს აწერს პრეტენზია გვაქვს ჩვენ, არა მარტო მე ერთ ადამიანს, არამედ ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია, რომ ნუ გვაკარგვინებთ ჩვენს მომავალს და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას," - აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

წაქაძემ ჩიხლაძე პროვოკაციაში დაადანაშაულა. სიტუაცია მალევე განიმუხტა.

"მივდივარ ტაძარში, უნდა ვილოცო, დილით ვიყავი, ამოვედი რაღაც საქმე მქონდა და ახლა უნდა შევუერთდე კვლავ. იმას რა უნდოდა, თორემ მე აქ ვცხოვრობ და აქ ვიყავი," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან წაქაძე.

დღის ამბები