09 სექტემბერი 2026,   03:31
ვრცლად
"სასურსათო კალათები შერჩევით დარიგდა" - ენმ კახეთში სოციალურ პაკეტებში დახარჯული თანხის დოკუმენტების გასაჯაროებას მოითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონულმა ხელმძღვანელმა გუბერნატორის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა და სოციალურ პაკეტებში დახარჯული თანხის შესაბამისი დოკუმენტები მოითხოვა.

გიორგი ბოტკოველის განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და შესაბამისი მტკიცებულებები, რომ სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხით შეძენილი პროდუქტები შერჩევით დარიგდა. ამასთან დაკავშირებით ბოტკოველი მიიჩნევს, რომ თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და ბევრი გაჭირვებული ოჯახი დახმარების გარეშე დარჩა.

"მედიასთან ერთად მინდა მივმართო გუბერნატორის ადმინისტრაციას, რომ რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოციალურ პაკეტებზე გამოყოფილი და გახარჯული თანხის შესაბამისი დოკუმენტაცია გადმომცენ. ჩვენ გვაქვს უტყუარი ეჭვი, რომ ბევრი გაჭირვებული ოჯახი არის დახმარების გარეშე დარჩენილი და სასურსათო კალათები შერჩევით დარიგდა. ამიტომ, გვაქვს შემდეგი კითხვები, რაზეც ვითხოვ პასუხს:

რა თანხა დაიხარჯა რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით; რამდენი ცალი ამანათი დარიგდა, რა პროდუქტი და რა რაოდენობა შედიოდა არსებულ ამანათში, რაა პრინციპით და ვის მიერ მოხდა ბენეფიციარ პირთა შერჩევა; ბენეფიციარ პირთა ვინაობა მისამართების მითითებით,"-განაცხადა ბოტკოველმა.

გუბერნატორის ადმინისტრაციაში კი განმარტეს, რომ გაეცნობიან განცხადებას და კანონთან შესაბამისად გასცემენ ინფორმაციას.

დღის ამბები