ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საჩხერის საავადმყოფოს პაციენტის შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელსაც კორონავირუსზე მკურნალობის და უარყოფითი ტესტის შემდეგ, რამდენიმე დღეში, COVID-19 ისევ აღმოაჩნდა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, შესაძლოა, იყო ხარვეზი ტესტირების დროს.
"დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ სიტუაცია, აქ გარკვეულწილად მნიშვნელობა აქვს ერთ რამეს, განმეორებითი დადასტურების შემთხვევაში კლინიკა იყო გამოვლენილი თუ არა, ანუ ეს არის დადებითი ტესტი კლინიკის გარეშე, ეს ერთი ვარიანტია. დაავადების რეინფექციაზე ნუ ვილაპარაკებთ, როცა არ ვიცით სრულყოფილი მონაცემები. რაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ ჩვენს პაციენტებს და ხდება მათი მონიტორინგი გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ, ჩვენ გამოჯანმრთელებას კი არა, ტესტის უარყოფით პასუხს ველოდებით და ვიძახით რომ გამოჯანმრთელებასთან ერთად თუ PCR ტესტირება უარყოფითია. განმეორებით 24 საათიანი ინტერვალით უნდა გვქონდეს 2-ჯერ უარყოფითი, რითაც ვადასტურებთ, რომ ამ პაციენტთან კლინიკურ გამოჯანმრთელებასთან ერთად გვაქვს ვირუსი ელიმინირებული. შესაძლებელია, რაღაც ხარვეზი მოხდა ტესტირების დროს, ეს არის ვარაუდი. ვიცით პაციენტები, რომელთანაც ვირუსის ელიმინირება გაგრძელდა, იყო პაციენტი, რომელთანაც 58 დღე სჭირდებოდა გამოჯანმრთელებას, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, თუ ამ შემთხვევაში პაციენტთან კლინიკური გამოვლინება არ შეინიშნება, ის დასნებოვნების წყარო არ გახდება.