იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში ზესტაფონის საავადმყოფოდან გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმ ირაკლი გოგინავას თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მამაკაცს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის კარანტინში იყო.