07 მაისი 2024,   23:09
ვრცლად
რუსეთში კორონავირუსით ყოველი მე-15-ე გარდაცვლილი ექიმია - "დუმაში" კი კიდევ 5 დეპუტატი დაინფიცირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემონსტრანტებმა დონალდ ტრამპის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკა გააკრიტიკეს. აქცია-პერფორმანსი თეთრ სახლთან გაიმართა, სადაც აქტივისტებმა კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ფოტოები და გარდაცვლილთა შესაფუთი 50-მდე ჩანთა განათავსეს. შეერთებულ შტატებში გარდაცვლილთა რაოდენობა 93 000-ს გადასცდა.

რუსეთში კორონავირუსით ყოველი მე-15-ე გარდაცვლილი ექიმია. რაც მსოფლიოში პროპორციულად ყველაზე დიდი დარტყმაა სამედიცინო სექტორისთვის. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია დაღესტანშია, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, 40 ექიმია გარდაცვლილი.

რუსეთის შემდეგ ირანია, სადაც კორონავირუსს ყოველი 63-ე ექიმი ეწირება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით კი, კიდევ 5 დეპუტატი დაინფიცირდა COVID-19-ით რუსეთის სახელმწიფო დუმაში,

უკრაინაში ბოლო 24 საათში "კოვიდ-19"-ით 476 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 15 მოქალაქე. საერთო ჯამში ეპიდემიის დროს ვირუსი გამოუვლინდა 19 706 ადამინს, მათგან 3.833 სამედიცინო დაწესებულების მუშაკია. სულ უკრაინაში ვირუსი ვერ დაძლია 579-მა მოქალაქემ. გამოჯანმრთელდა 6277-ი პაციენტი.

დღის ამბები