08 მაისი 2024,   05:32
ვრცლად
ევროკავშირის ქვეყნებში შესაძლოა 30 მილიონზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩეს - ევროკომისარი

კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ზარალის გამო, ევროკავშირის ქვეყნებში შესაძლოა, 30 მილიონზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩეს. ამის შესახებ სოციალურ საკითხებში ევროკომისარი, ნიკოლას შმიტი აცხადებს.

"თებერვალში სიამოვნებით გამოვაცხადე, რომ ევროპაში, დასაქმების კუთხით ძალიან მაღალ დონეზე ვართ და უმუშევრობის დონე იკლებს, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, დღეს, ევროპა უმუშევრობის დონის მასობრივი ზრდის გამოწვევის წინაშეა და ვითარების კიდევ უფრო გაუარესების რისკი არსებობს არამხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, ზოგადად, საზოგადოებაში," - აცხადებს ევროკომისარი.

დღის ამბები