18 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
კახეთიდან ე.წ. მწვანე ზონის სტატუს არ კარგავს - რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ყველა ნიმუში covid ნეგატიურია

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ყველა ნიმუში covid-19 ზე უარყოფითია.
რაც ნიშნავს, რომ ამ დრომდე რეგიონში კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრში ხელმძღვანელის ინფორმაციით, გუშინ გაგზავნილი 28 კვლევიდან კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურებულა. 

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ნიმუშების აღება COVID ინფექციის კვლევის ფარგლებში ცხელების კლინიკებიდან და კარანტინის სივრცეებიდან ღესაც იგეგმება.


ასევე გრძელდება, მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებისა და საბაჟოს თანამშრომლების სეგმენტში.

კახეთის რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე, ხოლო 8 საკარანტინო ზონაში მოთავსებულია 219 პირი.

ამ დრომდე კახეთის რეგიონიდან აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია სულ 3 662 ნიმუში, საიდანაც 1180 მედპერსონალს ეკუთვნის, 1365 კარანტინის ვიზიტორებსა და სასტუმროს პერსონალს.

დღის ამბები