18 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
"განვმუხტე იარაღი, მჭიდი ჩავცალე პოლიეთილენის პარკში" - გიორგი რურუას საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენება

ხმაური იყო დღეს საქალაქო სასამართლოში, სადაც გიორგი რურუას საქმის განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდა.

უკვე დაიკითხა ის პოლიციელი, რომლეიც ჩხრეკას ესწრებოდა. ის სასამართლოს შენობიდან ბრალდებულის ახლობლებმა შეძახილებით გააცილეს.

ამ წუთებში პროცესი ისევ გრძელდება და ერთ-ერთი ექსპერტი იკითხება. გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

სასამართლო პროცესზე დღეს ერთ-ერთი მოწმე დაკითხეს, რომელმაც რურუას განიარაღების სცენა აღწერა. მისი ჩვენებით, გიორგი რურუას გრძელი ქურთუკი ეცვა და შორიდან იარაღი არც ჩანდა, თუმცა ჩხრეკის დროს მარტივად იპოვა.

"გრძელი ქურთუკი ეცვა, როგორც მახსოვს და ნუ იარაღზე მქონდა ინფორმაცია და წელზე შემოვუსვი ხელი. მარცხენა ხელზე ვიგრძენი იარაღი. განვმუხტე იარაღი, მჭიდი ჩავცალე პოლიეთილენის პარკში, შემდეგ კი უკვე მთლიანად იარაღი ჩავაგდე დასალუქ პარკში,"- განაცხადა ერთ-ერთმა მოწმემ დღეს გიორგი რურუას საქმის განხილვაზე.

დღის ამბები