18 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე - ირმა ჭკადუა

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, "ღამის კურიერის" ეთერში იმ საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო პერიოდში საზოგადოების თუ მედიის განხილვის მთავარ თემად იქცა. ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ბასილაშვილის საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მის დანაშაულს დაადასტურებდა:

"მე ცალსახად და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და უფრო მეტსაც გეტყვით, წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე," - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატის თქმით, ეს საქმე შინაარსობრივად და თვისობრივად არ ჰგავს მსგავსი მუხლით აღძრულ საქმეებს:

"იმ ეტაპზე როდესაც მოხდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავება არ არსებობდა მისი დაკავების საფუძველი. შინაარსობრივად და თვისობრივად ეს საქმე არ არის მსგავსი იმ ძალადობის საქმეების რაც ძალიან ხშირად ხდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი იმყოფებოდა მისი მშობლების სახლში და მისთვის განკუთვნილ დროს ატარებდა შვილთან, - განაცხადა ირმა ჭკადუამ. მისი თქმით, ბავშვის დედამ შვილის წაყვანა ამ დროის დასრულებამდე მოინდომა, კონფლიქტს ადგილი არ ქონია და ბავშვი დედას გადასცა. ნაცვლად იმისა რომ ქალბატონი ნეკა თავის შვილთან ერთად წასულიყო სახლში ის დაიძრა ნიკოლოზ ბასილაშვილის საცხოვრებელი სახლისკენ," - განაცხადა ირმა ჭკადუამ, მისი თქმით, ბასილაშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელი ვიდეომასალა არსებობს, თუმცა ვიდეოს გასაჯაროება არასრულწლოვანის ინტერესების გამო გადაიფიქრეს

"ჩემთვის ძალიან კომფორტული იქნება, რომ გამოქვეყნდეს, იმისთვის რომ სპეკულაციებს დაესვას წერტილი," - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

დღის ამბები