კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-ით გაიზარდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების მიხედვით ამ ეტაპზე ქვეყანაში 746 ახალი COVID ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული.
3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ დროისთვის COVID-19 საქართველოში 576-მა პაციენტმა დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 2 966 ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250 მოქალაქე.