03 მაისი 2024,   21:02
ვრცლად
დონალდ ტრამპი ჰონგ-კონგისთვის სპეციალური სტატუსის გაუქმებას გეგმავს

დონალდ ტრამპი ჰონგ-კონგისთვის სპეციალური სტატუსის გაუქმებას გეგმავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩინეთი ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონებით, ჰონგ-კონგის ავტონომიას დაასრულებს.

ტრამპის თქმით, ჩინეთისა და ჰონგ-კონგის მაღალჩინოსნებს, რომელთაც პირდაპირ ან ირიბად წვლილი მიუძღვით ჰონგ-კონგის ავტონომიის ძირის გამოთხრაში, სანქციებს დაუწესებს.

რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჰონგ-კონგის წინააღმდეგ მიმართულ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტს. კანონი ჰონგ-კონგში ჩინეთის პოლიციისა და სპეცსამსახურებს მოქმედების უფლებას აძლევს.

დღის ამბები