26 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
შეზღუდვების მოხსნის პარალელურად ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები იკლებს

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 6 200 000-ს გადააჭარბა. პანდემიის ეპიცენტრი კვლავ შეერთებული შტატებია, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 106 000 აღწევს.

მონაცემები ყოველდღიურად მატულობს ბრაზილიაში. ქვეყანაში COVID - 19-ის დაფიქსირებული შემთხვევები უკვე ნახევარ მილიონს გასცდა. ბრაზილია შეერთებული შტატებისგან დახმარების სახით 2 მილიონ დოზა პლაქვენილისა და ხელოვნური სუნთქვის ათას აპარატს მიიღებს.

შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები იკლებს ევროპის ქვეყნებში.

დღეიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნას იწყებს ინდოეთი.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში ვირუსს 4 700-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ეს მაჩვენებელი თურქეთში 4540-ს შეადგენს, სომხეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 131-მდე, აზერბაიჯანში კი 63-მდე გაიზარდა.

დღის ამბები