26 აპრილი 2024,   19:52
ვრცლად
შეტაკებები თეთრ სახლთან - დაპირისპირება დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა

შეტაკებები თეთრ სახლთან - დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ძალადობრივი სახე მიიღო საპროტესტო გამოსვლებმა ზოგიერთ ქალაქშიც.

შეერთებულ შტატებში უკვე ერთი კვირაა რაც არეულობა გრძელდება. დემონსტრანტები პოლიციის მხრიდან ძალადობასა და რასიზმს აპროტესტებენ.

დემონსტრანტებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს და სხვადასხვა ობიექტს ცეცხლი წაუკიდეს. იმ შემთხვევაში თუ ვითარება დროულად არ დასტაბილურდება და გუბერნატორები სათანადოდ არ იმოქმედებენ, დონალდ ტრამპი საქმეში სამხედრო ძალის ჩართვით იმუქრება.

ამერიკის ათობით ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაწესებულია კომენდანტის საათი. აქციების დაწყებიდან დღემდე სამართალდამცველებმა 5,600-მდე აქტივისტი დააკავეს.

აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალადობას აფრო-ამერიკელი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები