18 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
34 წლის მამაკაცს, რომელსაც რუსთავის მერის მოადგილის ცემაში ადანაშაულებენ, ბრალი წარედგინა

34 წლის მამაკაცს, რომელსაც რუსთავის მერის მოადგილის ცემაში ადანაშაულებენ, ბრალი წარედგინა. მის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

უფლებადამცველი ამ წუთებში ბრალდებულს ესაუბრება. ბრალდებულის პოზიციებთან დაკავშირებით ადვოკატი "კურიერთან" სწორედ წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ ისაუბრებს.

დაპირისპირება საჯარო მოხელესა და მოქალაქეს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბექა თავაძე ითხოვდა განმარტებებს, რის გამო მიიღო უარი რუსთავში არსებულ უძრავ ქონებაზე დაწყებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, უკვე წლებია, რაც თავაძეების ოჯახი რუსთავში, თბილისის ქუჩაზე, მდებარე ქონებაზე პრეტენზიას აცხადებს. დაკავებულის ახლობლები "კურიერთან" საუბარში აცხადებენ, რომ დაახლოებით 4 წელია, მამაკაცი ბაბუისთვის გადაცემული უძრავი ქონების დაკანონებას ცდილობს.

საქმე საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები