თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული მერაბ ხიდაშელის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჩივრებს. დღეს კი დაკავებულის უფლებადამცველს საქმის მასალები უნდა გადაეცეს.
მერაბ ხიდაშელი მამუკა გურჩიანთან ერთად რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედება. თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობს.
"ჩავაბარებთ მოსამართლის განჩინებას მერაბ ხიდაშელის პატიმრობის თაობაზე. შესაბამისად, მყისიერად გავასაჩივრებთ შესაბამის განჩინებას სააპელაციო სასამართლოში, სადაც ასევე ვაპირებთ, რომ წარვადგინოთ დამატებითი მტკიცებულებები და ინფორმაცია მერაბ ხიდაშელის უდანაშაულობის შესახებ. ვფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენს განჩინებას გაითვალისწინებს.
მეოთხე დღეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად, არ ეთანხმება ბრალდებას და ყველანაირი კანონიერი ხერხით ცდილობს თავი დაიცვას," - აღნიშნა მერაბ ხიდაშელის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილიმა.
რაც შეეხება გურჩიანს, სამართალდამცველები მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ. ორივე დაკავებულს სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დანაშაული 3 ივნისს ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები თავს დაესხნენ მოქალაქეს, რომელსაც ერთ-ერთმა, მოგვიანებით დაზიანებები მიაყენა.