24 სექტემბერი 2020,   18:54
ვრცლად
გორში 33 წლის მამაკაცის დაჭრის საქმე გახსნილია - მხილებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორში 33 წლის მამაკაცის დაჭრის საქმე გახსნილია. მათივე ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულია 1 პირი.

დაპირისპირებისას დაჭრილი 33 წლის მამაკაცის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. ექიმების ინფორმაციით, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფება.

ადგილობრივები კონფლიქტის მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ შემთხვევის დროს მოქმედი პირები, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და შელაპარაკებაც ამ დროს მოუვიდათ.

გასულ ღამეს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 33 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის უკან, ცივი იარაღით დაჭრეს. ჭრილობა მხრის არეში იმდენად ღრმა იყო, რომ დაზარალებულს ორივე სასიცოცხლო სისხლძარღვი, ვენა და არტერია დაუზიანდა.

საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

დღის ამბები