27 აპრილი 2024,   00:22
ვრცლად
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლების თქმით, რეგულაციებმა შესაძლოა მგზავრთა რაოდენობა შეამციროს, რაც ტარიფის გაძვირებას გამოიწვევს

ქვეყანაში არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა ეს რკინიგზას არ ეხება. დღეიდან სავალუტო ჯიხურებიც ამუშავდა.

თითქმის 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, დღეიდან მგზავრებს საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტი მოემსახურება. ავტომობილების მძღოლები აცხადებენ, რომ გარკვეულმა რეგულაციებმა, შესაძლოა, მათ მგზავრთა რაოდენობა შეუმციროს, რაც, რიგ შემთხვევაში, მგზავრობის ტარიფის გაძვირებას გამოიწვევს.

"ზესტაფონი, ბათუმი, ონი - იგივე დარჩა თანხები და თბილისი-ქუთაისზე გაიზარდა, 15 ლარი ღირს, 12 ლარი ღირდა ჩვენთან ადრე," - აცხადებს ერთ-ერთი სადგურის თანამშრომელი.

მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ ტრანსპორტით სარგებლობის ტარიფი არ შეცვლილა.

"ხალხი 3 თვეა ვერ მოძრაობდა, ზოგს ტაქსით უწევდა სიარული 40-50 ლარს იხდიდა თითო სული და ახლა ჩვეულებრივ აღდგა ყველა საქალაქთაშორისო რეისი და რა ფასებიც იყო, იგივე ფასებით იმგზავრებენ," - აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი.

შეგახსენებთ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის დროს აუცილებელია ფანჯრები იყოს ღია და მძღოლმა არ გამოიყენოს კონდიცირება. ასევე ტრანსპორტში ასვლისას მგზავრი ვალდებულია თან პირბადე იქონიოს.

დღის ამბები