09 სექტემბერი 2026,   06:16
ვრცლად
ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული მერაბ ხიდაშელის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული მერაბ ხიდაშელის ადვოკატი დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობს. 

"ჩვენ გავასაჩივრებთ აღნიშნულ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში, სადაც ვაპირებთ ასევე წარვადგინოთ დამატებითი მტკიცებულებები. შიმშილობას შეწყვეტს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამართლიანობა იზეიმებს,"- აცხადებს მერაბ ხიდაშელის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს მამუკა გურჩიანს, მისი ადვოკატი დღეს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინადადებით მიმართავს.

"დავაყენებთ შუამდგომლობას მხარეებს შორის, შესაძლებელია სახელმწიფო ბრალდებამ დაგვიკმაყოფილოს რეალური სასჯელი. საპროცესო შეთანხმების დროს, ჩვენს გასაჩივრებას აზრი არ აქვს, რადგან რომც დაგვიკმაყოფილონ და გამოვიდეს გირაოთი, მაინც უკან უნდა შეასახლონ რეალურ სასჯელზე, სწორედ ამიტომ, გასაჩივრებას არ ვაპირებთ," - აღნიშნავს მამუკა გურჩიანის ადვოკატი კობა ამბარდაშვილი.

გურჩიანს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ. მერაბ ხიდაშელის კი ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედება. ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დღის ამბები