26 აპრილი 2024,   20:12
ვრცლად
ნიდერლანდებში ქართველი მამაკაცი დააკავეს - დაკავებული 12 მილიონ ევროს მალავდა

ნიდერლანდებში ქართველი მამაკაცი დააკავეს - გამოძიების ინფორმაციით, ის 12 ნახევარ მილიონ ევროს მალავდა.

დაკავებულს ბრალი ფულის გათეთრებაში ედება. მისი აყვანა ქალაქ ეინდჰოვენში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციის მიერ ამოღებული ბანკნოტები საერთო ჯამში 225 კილოგრამს იწონიდა.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლიდან ნაღდი ფულის გარდა, ფულის სათვლელი აპარატი, ორი ცეცხლსასროლი იარაღი და დაცული კომუნიკაციისთვის განკუთვნილი ტელეფონი ამოიღეს.

35 წლის ბრალდებული თანხის წარმომავლობას არ ასახელებს. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, საცხოვრებელი სახლი, სადაც ფული ინახებოდა, მამაკაცს არ ეკუთვნოდა და ის უსახლკარო იყო.

დღის ამბები