უკვე მეოთხე დღეა საქართველოს 3 მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაშია. ისინი 6 ივნისს სოფელ მუჟავადან გაიტაცეს და იზოლატორში გადაიყვანეს.
საოკუპაციო რეჟიმმა დღეს პირველად გაავრცელა ინფორმაცია და დაკავების მიზეზად დაასახელა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ "დანაშაულისთვის" ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
"კურიერი" ადგილობრივ მცხოვრებლებსაც გაესაუბრა. მათი ინფორმაციით, გატაცებულებმა ე.წ. საზღვარი პირუტყვის დევნის გამო გადაკვეთეს.