დღეს გიორგი რურუას პროცესზე ბრალდების მხარის 2 მოწმე დაიკითხება. ერთ-ერთი იმ კერძო კომპანიის წარმომადგენელია, რომლის სამეთვალყურეო კამერებშიც რურუას დაკავების პროცესი არის ასახული, მეორე მოწმე კი პოლიციელია, რომელიც დაკავებულის ბინის ჩხრეკას ესწრებოდა.
ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა ამით ამოიწურება, რურუას ადვოკატი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვის დასრულების შემდეგ, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.