18 ნოემბერი 2024,   21:18
ვრცლად
პროკურატურა თარაშ კანდელაკისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

პროკურატურამ გორში მომხდარი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ თარაშ კანდელაკისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა. 

კანდელაკს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 9 ივნისს, გორში, რესტორან "ჟოზეფის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თარაშ კანდელაკმა შელაპარაკებისას 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

 

დღის ამბები