07 მაისი 2024,   23:30
ვრცლად
მდინარე ალაზანში 60 წლამდე კაცს ეძებენ

მდინარე ალაზანში 60 წლამდე კაცს ეძებენ. შემთხვევა იმ დრო მოხდა, როდესაც გიორგი ანთაძე საბანაოდ მდინარეში შევიდა, თუმცა დინებამ წაიღო და გამოსვლა ვერ მოახერხა. თვითმხილველებმა მაშინვე სამაშველო სამსახურს აცნობეს.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავთა ჯგუფი. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შუახნის კაცი ახმეტის მუნიციპალიტეტიდანა და  ფერმაში მუშაობდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები