09 სექტემბერი 2026,   02:10
ვრცლად
"მე მიყვარს ბათუმის" წევრი ალექსანდრე მილორავა შიმშილობას წყვეტს

არასამთავრობო ორგანიზაცია “მე მიყვარს ბათუმის” წევრი ალექსანდრე მილორავა შიმშილობას წყვეტს. მილორავა მრჩეველთა საბჭოსგან დირექტორის ინპიჩმენტის გამოცხადებას ითხოვდა, ამბობს, რომ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრისგან თამარ წილოსანისგან მოისმინა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ტელევიზიის წინ აქცია შეწყდებოდა.

მილორავას თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან მრჩეველთა საბჭოს მიმართ უნდობლობის გამოცხადების მიზნით.

დღის ამბები