25 აპრილი 2024,   18:26
ვრცლად
სპეცოპერაცია სენაკში - ნინოშვილის ქუჩაზე სამართალდამცავებმა სავარაუდოდ რამდენიმე პირი დააკავეს

სპეცოპერაცია სენაკში - ნინოშვილის ქუჩაზე, სასტუმრო "ვერსალის" მიმდებარედ, სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს. ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა დანაშაულზეა საუბარი, თუმცა არსებობს ვერსია, რომ საქმე თანხის გამოძალვას ეხება.

მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ მედიასთან არც სასტუმრო "ვერსალის" თანამშრომლები საუბრობენ, თუმცა, როგორც "კურიერთან" ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, მან გასროლის ხმა გაიგონა. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დღის ამბები