26 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
რუსეთში თხევადი გაზის საწყობში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში აფეთქებას მსხვერპლი მოყვა. შემთხვევა ქალაქ ყაზანში მდებარე თხევადი გაზის საწყობში მოხდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი.

დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. აფეთქების მიზეზი კი ამ დრომდე უცნობია. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ბრიგადებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

დღის ამბები