კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ ეპიდემიოლოგები ამჯერად კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მუშაობდნენ, რადგან რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული სანიტარი სწორედ ამ სოფლის მკვიდრია.
როგორც "კურიერთან" ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, ადგილზე ექიმები იმყოფებოდნენ, მათი მონაცემები გადაამოწმეს და მოუწოდეს, დარჩნენ თვითიზოლაციაში.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 3 მედპერსონალია. კორონავირუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს დაუდასტურდათ.