ერთთვიანი იზოლაციის დასასრული - გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა დღეს გაიხსნას. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე საათში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდება ცნობილი.
"გეტაში ჩატარდა თერმოსკრინინგი და მიზნობრივი ჯგუფებიდან აღებული იქნა 35 ნიმუში, ყველაზე უარყოფითი მოვიდა. ამან მოგვცა საშუალება გეტის გახსნაზე მსჯელობის. გვაქვს სარეკომენდაციო წერილი ეპიდემიოლოგებისგან. დიდი ალბათობით, გვექნება გადაწყვეტილება მთავრობისგან და გეტაც ალბათ გაიხსნება," - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
განსხვავებული მდგომარეობაა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში. გუშინ დასახლებაში 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საკარანტინო რეჟიმი სოფელ გეტასა და მუშევანში უკვე 1 თვეა მოქმედებს.