აჭარაში ძლიერმა სეტყვამ ერთწლოვანი კულტურები დააზიანა. ქედის რაიონის 5 სოფელში გუშინ სეტყვა მოვიდა. სოფელ ცხმორისში, კოკოტაურში, ხარაულაში, დანდალოსა და აბუქეთაში მოსახლეობას ნარგავები სრულად გაუნადგურდა.
დაზიანდა კიტრის, პომიდვრისა და სხვა ბოსტნეული კულტურების ნერგები. ქედის მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც დღეს ზარალის დათვლას დაიწყებს.