აბასთუმანში, ობსერვატორიიდან, დაახლოებით, 5-6 კილომეტრის დაშორებით ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.
ადგილზე უკვე გავიდნენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები.
როგორც "კურიერს" ადგიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ განუცხადა, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აბასთუმანში ხანძარი გაჩნდა, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს.
მერის ინფორმაციით, ადგილი, სადაც ხანძარია, არატურისტული ზონაა.