საქართველოში პლაქვენილს ფართოდ აღარ გამოიყენებენ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ითვალისწინებს და მალარიის სამკურნალო პრეპარატს პაციენტებთან მხოლოდ კვლევის ფარგლებში გამოიყენებს.
"ამერიკის წამლის სააგენტოს წუხილი და გადაწყვეტილება ემყარებოდა იმას რომ პლაქვენილის დიდი რაოდენობის გამოყენება ხდებოდა ამბოლატორიულ პირობებში და პრეპარატმა არ მოიტანა დადასტურებული კლინიკური ეფექტურობა, არც მდგომარეობის გაუმჯობესების, არც გადარჩენის და არც დაავადების მიმდინარეობის შემოკლების. ამრიგად მათ პლაქვენილის ფართომასშტაბიანი გამოყენება შეზღუდეს დათქვეს, რომ მხოლოდ კვლევის პირობებში იქნება წამლის გამოყენება და არა კლინიკურ შემთხვევაში.
საქართველოში, პროტოკოლში კვლავაც აღწერილია რომ პლაქვენილის გამოყენება ჰოსპიტალურ პირობებში, მძიმე პაციენტებში, კვლევის ჩარჩოს ფარგლებში პრეპარატი დასაშვები იქნება. ის პირები, ვისაც დაწყებული აქვთ პლაქვენილით მკურნალობა, დაასრულებენ ამ კურსს,"- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.