18 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
პანკისში აქცია გაიმართა - სოფელ ჯოყოლოს, ადგილობრივების თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა აქვს

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მოსახლეობამ აქცია გამართა.

ადგილობრივების თქმით, სოფელს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა აქვს, რის გამოც წყლის საქაჩს ვერ რთავენ.

მათი განმარტებით, მიზეზი "ენერგო-პრო ჯორჯიას" უმოქმედობაა, რადგან კომპანია დაპირებას არ ასრულებს და  ელექტროგადამცემი სადგური ამ დრომდე კერძო პირის ეზოში დგას.

მოსახლეობის პროექტს ადგილზე გაეცნო კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" რეგიონული ხელმძღვანელი. ბერდია გოგლაძის თქმით, რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება ელექტროენერგიის გათიშვას და ძაბვის ვარდნას, მისი განმარტებით სიმართლეს არ შეესაბამება.

 

დღის ამბები