გურიის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ლანჩხუთის 9 სოფელში, ოზურგეთის 6 სოფელში და ჩოხატაურის 4 სოფელში ხორციელდება.
სოფელ სილაურში სამუშაოებს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით შპს "ივერია7" აწარმოებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე გაეცნო.