09 სექტემბერი 2026,   07:03
ვრცლად
ჭუბერში წიწვოვანი ტყის მასივს ხანძარი გაუჩნდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ში შესული შეტყობინების თანახმად, ჭუბერის ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ინდივიდუალური სპეციალური აღჭურვილობით და დრონით გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მესტიის და ჯვრის სამმართველოებიდან. დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ამ დროისთვის, წიწვოვან ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორის დამუშავება.

დღის ამბები