09 სექტემბერი 2026,   05:29
ვრცლად
16 წლის გოგონას მიმართ მუქარასა და ადევნებაში ბრალდებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

16 წლის გოგონას მიმართ მუქარასა და ადევნებაში ბრალდებულ პირს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შუამდგომლობით სასამართლოს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ მიმართა.

უწყების განცხადებით, ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული , არასრულწლოვანი იყო, თუმცა მაინც პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ ურთიერთობას. მათივე ინფორმაციით, 7 ივნისს მამაკაცი საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა. ასევე უწყების მტკიცებით დაზარალებულმა ბრალდებულისგან სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინებაც მიიღო.

დღის ამბები