26 აპრილი 2024,   20:19
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 8 მილიონ ნახევარს გასცდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 8 მილიონ ნახევარს გასცდა. ვირუსით დაღუპულთა რიცხვი კი 457 ათას უახლოვდება. კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია ნარჩუნდება ევროპის ქვეყნებში.

ბოლო 24 საათში იტალიაში ვირუსით 66, საფრანგეთში კი 28 ადამიანი დაიღუპა. ბოლო 24 საათის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 135-ით გაიზარდა.

გაერთიანებული სამეფო COVID-19-ით ინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიებისთვის მთავრობის მიერ შექმნილ აპლიკაციას აღარ გამოიყენებს. აპლიკაციას, რომელზეც დიდმა ბრიტანეთმა მილიონობით ფუნტი დახარჯა, ამერიკული კომპანიების "გუგლისა" და "ეფლის" ვერსია შეცვლის, რომელიც სავარაუდოდ მზად შემოდგომისთვის იქნება.

"აღნიშნულმა მოდელმა ვერ იმუშავა, რადგან აპლიკაცია შემოწმებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არ იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დრომდე რისკების თავიდან აცილების მთავარ ბერკეტად ტესტირება და კონტაქტების მოძიება რჩება. სანამ აპლიკაციის სიზუსტეში არ დავრწმუნდებით, მას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ,"- აცხადებს ინგლისის ჯანდაცვის მდივანი მეთ ჰენკოკი.

დღის ამბები