09 სექტემბერი 2026,   06:16
ვრცლად
ენმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ რიჟვაძის მამა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი რეგიონში მოქმედ სპორტსმენებს შეხვდნენ და საარჩევნოდ დახმარება გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთხოვეს.

პარტიაში ამბობენ, რომ სპორტსმენებს გარკვეული თანხებიც ჩაურიცხეს. კირთაძის თქმით, ხელისუფლება ზონდერ-ჯგუფების ჩამოყალიბებას ცდილობს, რომელსაც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

"ნაციონალური მოძრაობა" მამა-შვილი რიჟვაძეების და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.

დღის ამბები