26 აპრილი 2024,   20:39
ვრცლად
მექსიკაში მიწისძვრას 6 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია ათობით ადამიანი

მექსიკაში მიწისძვრას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიას მოჰყვა ნგრევა. დაზიანდა 200-მდე საცხოვრებელი სახლი, სამედიცინო დაწესებულებები და ეკლესიები.

დაშავებულია ათობით ადამიანი. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მიწისძვრა გვატემალაში, ჰონდურასსა და სალვადორშიც იგრძნობოდა. 

დღის ამბები