25 ივლისი 2021,   06:39
ვრცლად
სუსის მიერ დაკავებული მამაკაცი ქუთაისის მერიის ააიპის თანამშრომელია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული მამაკაცი ქუთაისის მერიის ააიპის თანამშრომელია.

დაკავებულია კულტურის ააიპის დაქვემდებარებაში არსებული  სამხედრო დიდების მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი  ბ. ხ.

დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს მერიის კულტურის ააიპის ხელმძღვანელი.

ვაჟა ჯუღელის თქმით, დაკავების შესახებ შემთხვევით შეიტყო, მისი მოადგილე შეესწრო ფაქტს. ვაჟა ჟუღელი აცხადებს, რომ დაკავების მიზეზი არ იცის, თუმცა ვარაუდობს, რომ წინა წლებში არსებულ თაღლითობის ფაქტს უკავშირდება. 

დაკავებული მუზეუმში 2015 წლიდან მუშაობს, მას კარგ თანამშრომლად ახასიათებენ.

შეგახსენებთ, სუს-მა დაკავება დღეს წერეთლის ქუჩაზე განახორციელა. უწყებაში განმარტავენ, რომ  დაკავების დეტალებს მოგვიამებით გაავრცელებენ.

დღის ამბები