დღეს გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების სახით ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, მიმართვის და მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ.
ერთ-ერთი ბრალდებულის, მირზა მირზიაშვილის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება და წარდგენილი მტკიცებულებები მის საქმეში მონაწილეობას არ ადასტურებს.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამამართლებელი განაჩენი დადგეს.
"ისეთი მასალაა შეკრებილი, მირზა მირზიაშვილზე მით უმეტეს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმეში მოხსენებულ პირებთან.
თითქოს ე.წ. კანონიერი ქურდების მიერ არის გარჩეული აღნიშნული საქმე, თუმცა ეს არის მხოლოდ მათ მიერ შექმნილი ლეგენდა, რომელიც უნდა დადასტურდეს და დამტკიცდეს სასამართლოში. ვფიქრობ, მირზა მირზიაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება," - განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.
შეგახსენებთ, ცოლ-ქმრის კონფლიქტის გარჩევის საქმეზე სულ 7 პირია დაკავებული, სამს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.