09 სექტემბერი 2026,   07:57
ვრცლად
ელმირა და ვასილ წულაიების უთანხმოების გამო დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ქურდული სამყაროს წევრობის, მიმართვის და მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ პირების აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გამოძიების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის კონფლიქტის გარჩევაში თურქეთში მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები მონაწილეობდნენ. დავა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის 9 ათას ევროზე მიმდინარეობდა.

"დაკავებულების უდანაშაულობას არსებით განხილვაზე დავამტკიცებთ და ამ საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი,"-აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

ცოლ-ქმრის, ელმირა და ვასილ წულაიების პირად საქმეში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრების ჩარევის გამო დაკავებულია 7 პირი, კიდევ 3 დაუსწრებლად არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. არსებული ინფორმაციით, სამივე ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. 

დღის ამბები