სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, საქმეზე მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მისი აპარატი მზადაა ჩაერთოს აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში.
"მე მაქვს გარკვეული შიშები, რამდენად ეფექტურად წარიმართება და დროულად ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რაც საჭიროა ამ ტიპის საქმეებზე რომ ჩატარდეს და რაც ვერ ჩატარდა ხორავას ქუჩის საქმეზე და რის გამოც ხარვეზებით წარიმართა გამოძიება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა სახალხო დამცველის დახმარება შევთავაზო დაზარალებულ ოჯახს. თუ მათ აქვთ განცდა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება ან დროულად არ ტარდება, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ აღნიშნული საქმის გამოძიებაში," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მომხდართან დაკავშირებით, თითქმის ყოველდღიურად, ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. საქმე ამ დრომდე ბუნდოვანია.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.