ზუგდიდის ცენტრში ქალი გაძარცვეს. "კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ დღისით მოხდა. ქალს უცნობმა მამაკაცმა მობილური და ფული წაართვა, თუმცა ნაძარცვის დაბრუნება მალევე მოხერხდა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 178-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.