გერმანიის საგამოძიებო ორგანოები ხანგოშვილის მკვლელობის მეორე ფიგურანტზე გავიდნენ - ამის შესახებ "შპიგელი" წერს.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მეორე ფიგურანტმაც, შენგენის ვიზის მისაღებ საბუთებში იგივე სამსახური მიუთითა, რომელიც საქმეში არსებულ ერთადერთ ეჭვმიტანილს აქვს მითითებული. ის ევროკავშირის ტერიტორიაზე პოლონეთის გავლით 2019 წლის 3 აგვისტოს - მკვლელობამდე ორი კვირით ადრე მანქანით შევიდა, რომელიც 9 აგვისტოს დატოვა.
გერმანული გამოცემის ცნობით, რუსეთის მოქალაქე, სანკტ–პეტერბურგელია და ეჭვმიტანილია მკვლელობის მომზადებაში 2019 წლის აგვისტოში.
2019 წლის 23 აგვისტოს გერმანიაში პანკისის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს.