18 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
"მზრუნველობა დასჯის ნაცვლად!" - მთავრობის ადმინისტრაციასთან ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს

"მზრუნველობა დასჯის ნაცვლად!" - ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამიმართა.

აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა, რომელიც მათივე თქმით, არის დასჯაზე ორიენტირებული და ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ადამიანზე ორიენტირებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკა. 

"გვახსოვს ის თუ როგორ სასტიკად ეპყრობოდნენ ამ ხალხს. დღეს ეს ხელისუფლება სამწუხაროდ ინარჩუნებს ამ ნარკოპოლიტიკას, არ უშვებს ხელიდან და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაადგეს პროგრესის გზას და შეეშვას ამ ადამიანების ციხეებში ამოკეტვას," - განაცხადა ორგანიზაციის "ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის" აღამსრულებელმა დირექტორმა კოკა ლაბარტყავამ.

დღის ამბები